სსიპ ქალაქ თბილისის #82 საჯარო სკოლა

სიახლეები

მთავარი სიახლეები სამეცნიერო პიკნიკი

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

სამეცნიერო პიკნიკი

03 ოქტ 2018

42984892_888008254921813_118829671927250944_nვაკის პარკში 29 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით საქართველოში მე-7 სამეცნიერო პიკნიკი ჩატარდა, სადაც 40-მდე სამეცნიერო კარავი მოეწყო, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის და სკოლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ

✅ღონისძიების მიზანი მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლისთვის სახალისო და საინტერესო ფორმით წარმოჩენაა.სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობა გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, პოლონეთის, უნგრეთის და ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც მიიღეს. ღონისძიება კი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრესმდივანმა გახსნა.
✅წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკის თემა გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების 17 მიზანი იყო.
✅სსიპ ქალაქ თბილისის #82 საჯარო სკალის მიერ წარმოდგენილი მეცნიერული ნამუშევრები გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან პასუხობდა შემდეგს:
მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა;
მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება;
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.