სსიპ ქალაქ თბილისის #82 საჯარო სკოლა

სკოლის მისია

მთავარი სკოლის მისია

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

სსიპ ქალაქ თბილისის N82 საჯარო სკოლის
მისია, ხედვა და ღირებულებები

სკოლის მისია

  • ჩვენ ვმუშაობთ, რომ სკოლაში შევქმნათ ჯანსაღ, უსაფრთხო და პოზიტიური გარემო;
  • ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენს მოსწავლეებს ვასწავლოთ შეუზღუდავ და მრავალფეროვან სივრცეში;
  • რომ ჩვენი თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდე მოაზროვნე, მაძიებელი და აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბება;
  • ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მოსწავლეები გახდებიან წარმატებულები, იქნებიან პასუხისმგებლიანები და შეძლებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, გადაწყვეტილებების  მიღება და ტრადიციების გაზიარებას;
  • რათა ვასწავლოთ დამოუკიდებლობა, თავისუფლება, საკუთარი მიღწევების გამოყენებით ახალი ღირებულებების შექმნა;
  • და ჩვენ გვსურს, რომ სასკოლო ცხოვრება ჩვენი ბავშვებისათვის იყოს ბედნიერების მომტანი!

სკოლის ხედვა

სკოლა უნდა გახდეს წამყვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებება და 2023-2030 წლებში შეთავაზოს მოსწავლეებს: უცხოური ენების მიმართულებით გაძლიერებული სწავლების პროგრამები – ენისა და საგნებრივი შინაარსის ინტეგრირებული სწავლება (CLIL), გარდა ამისა, უზრუნველყოს სკოლის ციფრული ტრანსფორმაცია და კიბერ ეკოსისტემის ჩამოყალიბება, ეს ყოველივე კი ხელს შეუწობს მოსწავლის თავისუფალ, შემოქმედებით და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებას.

სკოლის ღირებულებები

სკოლა ითვალისწინებს სწავლა – სწავლების პროცესში ჩართული პირების  ინტერესებისა  და შეხედულებების გათვალისწინებას, შესაბამისად თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: გუნდური მუშაობა, რომელიც თავის თავში გულისხმობს კათედრებს შორის თანამშრომლობას და თემის ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, ინოვაცია – სწავლა სწავლების პროცესში თანამედროვე მეთოდების დანერგვასა და ტექნოლოგიების გაძლიერებულ  გამოყენებას,  ასევე   სკოლა ღიაა  დაინტერესებულ მხარეებთან,  დაწესებულება ორიენტირებულია   იმაზე, რომ თემის თითოეულ წევრს ქონდეს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები.